საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის განვითარების, პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს, განგრძობადი იურდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა სავალდებულო ტრენინგების მიმდინარეობას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ბათუმში სასწავლო ცენტრისთვის შეძენილი ოფისის შესახებ, რომელიც სრულად დაიტვირთება სასწავლო პროცესის დროს.
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა დელეგაციის წევრებს გააცნო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საპროექტო წინადადებები და გეგმები. გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცემა უფრო მეტად ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით განხორციელონ საკუთარი პროექტები.